CINXE.COM
Civil Georgia
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთში ჩავიდა, სადაც ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation (ORF)-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში Raisina Dialogue მიიღებს მონაწილეობას. ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრები ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და სხვა მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან.
ბოჭორიშვილის გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე
პანელურ დისკუსიაზე „კონკურენცია და თანამშრომლობა მომავლის უზრუნველსაყოფად” საუბრისას, ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ისტორიული ხიდის როლზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ „საქართველო შესაძლოა ძალიან პატარა ქვეყანაა გეოპოლიტიკური პროცესების განსაზღვრისთვის, მაგრამ ის მდებარეობს იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს კვეთს, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ შესაძლებლობებით ეფექტიანად სარგებლობისთვის კი საკმარისი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობაა საჭირო“.
ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად და არა გამყოფ ბარიერად. თუმცა, მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევა „აქტიურ მუშაობას და ინვესტიციებს მოითხოვს“.
„ჩვენ ერთად შეგვიძლია განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროკავშირს“, – აღნიშნა მან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან – მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც დაეხმარა საქართველოს მისი ისტორიული როლის აღდგენასა და გაძლიერებაში.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის მნიშვნელობას და მისი განვითარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. „ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელსაც ეს პროექტები სთავაზობს საქართველოს“, – განაცხადა მან.
უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს“. მისი თქმით, ეკონომიკური განვითარება და სწორი რეფორმები ამ საფრთხეებზე მთავარი პასუხი უნდა იყოს.
„გლობალურ რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია ბიზნესის კეთების, ღია მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით. ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პანელურ დისკუსიაში მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ: სლოვენიის ვიცე–პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჰასან ელ ხატიბი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონათან პაუელი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანი ვიკრამ მისრი, Infosys-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნანდან ნილეკანი და DP World –ის აღმასრულებელი და მმართველი დირექტორი რიზვან სუმარი. დისკუსიის მოდერატორი იყო Observer Research foundation-ის პრეზიდენტი სამირ სარანი.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
27/02/2025 – მაკა ბოჭორიშვილი თურქეთს სტუმრობს
25/02/2025 – მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა და ადამიანის უფლებათა საბჭოს სიტყვით მიმართა
„ქართული ოცნება“ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობის შემოღებას გეგმავს, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ეს ზომა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ იქნება გამოყენებული, თუმცა არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში.
მდინარაძის თქმით, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, რომ „ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვის იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად“.
მან ასევე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა შესაბამისი პრეცედენტი ამასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულ საქმეზე არ უსაუბრია.
გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა, რომლებიც ქვეყნის ნარკოპოლიტიკას გაამკაცრებს. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მეორე მოსმენა კი მიმდინარე კვირასაა ჩანიშნული. ცვლილებების მთავარი სამიზნეები ნარკორეალიზატორები არიან, ხოლო მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისათვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ცვლილებების თანახმად, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს არიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოერთმევა მართვის უფლება, ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღის ფლობის უფლება.
ასევე წაიკითხეთ:
05/02/2025 – „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ საკანონმდებლო ინიციატივებს ამზადებს
14/02/2024 – სავარაუდოდ ზედოზირებით ახალგაზრდას გარდაცვალებამ სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის შესახებ წუხილები განაახლა
11/09/2018 – მთავრობა ექსპორტზე გატანის მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გრძელდება საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით. ქვეყანამ გრძელი და რთული ზამთარი გამოიარა, ხოლო რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა. საქართველო თავისი ტრადიციული პარტნიორებისგან იზოლირებულია. ევროკავშირთან, აშშ-სთან და ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტოა წარმოდგენული, თუმცა მისი ორი განშტოება – „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“ – ცდილობს თავი ოპოზიციად წარმოაჩინოს.  პარლამენტის, მთავრობისა და ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა სადავოა. „ქართულმა ოცნებამ“ რიგი რეპრესიული კანონები დააინიცირა, რომელთა მიზანიც განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობაა. სისხლის სამართლის ბრალდებით ციხეში 49 მომიტინგე რჩება. პატიმრობაში რჩება ასევე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. პოლიციის სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომიტინგეები კვლავ ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების რეპრესიების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას.
2024 წელს განვითარებული მოვლენების გასაცნობად, იხილეთ ჩვენი წინა სიახლეების ბლოგი.
ორშაბათი, 17 მარტი
21:30 – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
საპროტესტო აქციების 110-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ისინი ისევ ახალი არჩევნების ჩატარებასა და ბოლო სამი თვის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. იმავდროულად, კიდევ ერთი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმართება. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან და იქ მყოფ მომიტინგეებს შეუერთდებიან.
18:05 – თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დამნაშავედ ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ქეშელაშვილს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში ედება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას ასევე ედებოდა ბრალი 166-ე მუხლის დარღვევაში, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, თუმცა ეს ბრალი მას მოუხსნეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას მედია ომბუდსმენის შეშფოთება მოყვა, რომელმაც განაცხადა: „დღეს მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო აფართოებს ჟურნალისტური საქმიანობისას მედიაზე ზეწოლის რისკებს“.
ქეშელაშვილი 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან პროევროპული აქციის დროს  პროფესიულ მოვალეობას  ასრულებდა, როდესაც ის სპეცრაზმელებმა დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
17:00 – ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 13 მარტს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს.
12:00 – ომარ ოკრიბელაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს
400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო 2024 წლის 14 მაისს დაპატიმრებული ომარ ოკრიბელაშვილი გლდანის ციხიდან რუსთავის ციხეში იძულების წესით გადაიყვანეს.
კვირა, 16 მარტი
21:30 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
საპროტესტო აქციების 109-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ისინი ისევ ახალი არჩევნების ჩატარებასა და ბოლო სამი თვის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
შაბათი, 15 მარტი
22:40 – ჟურნალისტს, სავარაუდოდ, შსს თანამშრომელი თავს დაესხა
გამოცემა „მთის ამბების“ მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სოფელ წეროვანთან, გზატკეცილზე მას შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი დაესხა თავს. ინციდენტის ამსახველი კადრები მოგვიანებით ფეისბუქზე გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ შავებში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცი აგრესიულად იქცევა და მთივლიშვილს აგინებს.
21:30 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
საპროტესტო აქციების 108-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ისინი ისევ ახალი არჩევნების ჩატარებასა და ბოლო სამი თვის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
15:00 – ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ, იძულებით გადაჰყავთ რუსთავის ციხეში
400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო 2024 წლის 14 მაისს დაპატიმრებული ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ, გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყავთ, ამის თაობაზე მისმა მამამ და ადვოკატმა განაცხადეს. მამამისმა ასევე განაცხადა, რომ მას ომარმა დაურეკა და შველა სთხოვა: „მამა მიშველეო, გადაყვანა უნდათ ჩემიო. რატომ, რა მიზეზით, არ ვიცი, ყველაფერი ვერ მითხრა“. ოკრიბელაშვილის მამა აცხადებს, რომ გადაყვანის აღსაკვეთად ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, იგი მაინც გადაჰყავთ. ადვოკატის თქმით, „ჩვენ დაუყოვნებლივ დავუკავშირდით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და დღეს ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ იძულებას აქვს ადგილი ომარ ოკრიბელაშვილის მიმართ”.
პარასკევი, 14 მარტი
21:30 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
საპროტესტო აქციების 107-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ისინი ისევ ახალი არჩევნების ჩატარებასა და ბოლო სამი თვის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
17:00 – ევროკომისიის პრესსპიკერი ჰიპერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ გზას საფრთხეს უქმნის
ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია ჩაძირული და ქვეყანა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების გაუარესების მოწმე გახდა. მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დღევანდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. ჰიპერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მზადაა ყურადღებით დააკვირდეს სიტუაციას და ქართველი ხალხის გვერდით დგომას აგრძელებს.
ხუთშაბათი, 13 მარტი
18:00 – სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების ფონზე, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი აკადემიურ საბჭოს ტოვებს
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებამ აქციის რამდენიმე მონაწილე სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე, მის  აკადემიურ საბჭოში უთანხმოება გამოიწვია. პროფესორმა თამარ ცაგარელმა აკადემიური საბჭოდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა და უნივერსიტეტის ეთიკის კომისია სტუდენტების „გაწირვისთვის“ გააკრიტიკა.
„ჩემთვის, ძალიან რთულია ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების „მოძულე” აკადემიური პერსონალია“, – წერს ცაგარელი ფეისბუქზე. „რაც შეეხება აკადემიურ თანამდებობას, ნამდვილად არ მოგანიჭებთ, ზოგიერთებს, ამის სიამოვნებას, და ვრჩები არა როგორც თქვენი კოლეგა, არამედ, ჩემი სტუდენტების ლექტორი და მეგობარი“.
00:55 – სტუდენტების პროტესტის ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირი ეთერის დათმობაზე დათანხმდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, მაუწყებლის წარმომადგენლები და სტუდენტები სიტუაციის გამოსასწორებლად შეიკრიბნენ. შეხვედრის შემდეგ მხარეები პარასკევს 22:00 საათზე პირდაპირ ეთერში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომლის დროსაც შალუტაშვილი და რამდენიმე სტუდენტი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს გააჟღერებენ.
ოთხშაბათი, 12 მარტი
22:30 – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელთან ეთერს ითხოვენ
აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გრძელდება. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელს საეთერო დროის გამოყოფას სთხოვენ.
მაუწყებლის ეთერში მიწვეული იყო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი. სტუდენტები აცხადებენ, რომ შალუტაშვილი ტყუილებს ყვება და ეთერში სტუდენტთა წარმომადგენლის მიწვევას ითხოვენ. უნივერსიტეტის შენობაში პროტესტის გამოხატვის გამო, რამდენიმე სტუდენტს კვირის დასაწყისში სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა.
21:45 – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
საპროტესტო აქციების 105 დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა კვლავ გადაკეტეს. დემონსტრანტები კვლავ ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას.
17:50 – რვა დაკავებული პატიმრობაში რჩება, სასამართლო პროცესი 24 მარტს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმის არსებითი განხილვა 24 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. ბრალდებულებს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ ქაძელაშვილს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს მძიმე ბრალი აქვთ წაყენებული. პირველ სამს ძალადობის ორგანიზება და წარმართვა ედებათ ბრალად, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენებს კი ამ ძალადობაში სავარაუდო მონაწილეობისთვის ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სამშაბათი, 11 მარტი
21:20 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
საპროტესტო აქციების 104-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება: ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება.
20:30 – საპროტესტო აქცია თსუ-სთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ და, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით, ორი ლექტორის  გათავისუფლებას გმობენ. სტუდენტებმა ასევე დააანონსეს საინფორმაციო კამპანიის დაწყება ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
ორშაბათი, 10 მარტი
22:00 – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პროევროპული აქციების 103-ე დღეს, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბნენ და მოძრაობა გადაკეტეს.
21:45 – გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ორი მომიტინგე დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო მარიოტთან, ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია დაკავებების შესახებ თეა გოგრიჭიანმა ფეისბუქის ჯგუფ „დაიტოვეში“ გაავრცელა. დაკავებულთა ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
21:30 – სოლიდარობის მსვლელობა თეატრალური უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული  სტუდენტების მიმართ
თბილისში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერად სოლიდარობის მსვლელობა იმართება. პროტესტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა. აქციის მონაწილეები ჯერ თეატრალური უნივერსიტეტისკენ გაემართნენ, სადაც რუსთაველის გამზირისკენ წასვლამდე სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს სტუდენტებს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდნენ მსვლელობას.
20:00 – აქციის 11 მონაწილე, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 11 პირი, რომლებიც პროევროპული აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებულნი, პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულები, რომელთა საქმეებიც ერთიან წარმოებაშია გაერთიანებული, არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და კომიკოსი ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.
დღევანდელი სასამართლო პროცესი ნახევრად დახურულ რეჟიმში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები სხდომის გახსნას ითხოვდნენ. ყველა ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 25 მარტს 11:00 საათზეა ჩანიშნული.
13:00 – თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა. მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც სამართალდამცავზე თავდასხმას გულისხმოვს. პროკურატურა მას 29 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხის დაზიანება მიიღო.
11:00 – თეატრალური უნივერსიტეტის მომიტინგე სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ „უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის დარღვევის“ მოტივით, სტუდენტის სტატუსი შეუჩერა ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებს.
კვირა, 9 მარტი
20:00 – SJC მოუწოდებს შსს-სა და თეატრალურ უნივერსიტეტს პატივი სცენ სტუდენტების პროტესტის უფლებას
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „არაკონსტიტუციური“ ზომები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ, რომლებიც პროტესტის გამო 5 000 ლარით დაჯარიმდნენ. SJC ასევე მოუწოდებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტებს მისცეს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, უზრუნველყოს მათი დაცვა უსამართლო დაჯარიმებისგან და წინასწარი წერილობითი თანხმობით დაუშვას პროტესტის გაგრძელება. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს. „სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წარმოადგენდეს სტუდენტთა ინტერესების გამტარ რგოლს და მათ დამცველს, იგი ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის სტუდენტებს პროტესტის განხორციელების პროცესში“, – აცხადებს ორგანიზაცია.
15:00 – თეატრალურ უნივერსიტეტში პროტესტის გამო სტუდენტები 5 000 ლარით დააჯარიმეს
პოლიციამ სტუდენტები 5 000 ლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ საპროტესტო აქციას მართავდნენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციები თითქმის სამი თვეა გრძელდება. სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც დასუფთავების სამუშაოების ჩასატარებლად მათ შენობის დატოვება სთხოვა. როდესაც სტუდენტებმა ალტერნატიული ფართი მოითხოვეს, ადმინისტრაციამ მათ პატარა ოთახი შესთავაზა, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. პოლიციამ ისინი ცოტა ხნის წინ მიღებული კანონმდებლობით დააჯარიმა, რომელიც კრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას დახურულ სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
შაბათი, 8 მარტი
21:00 – ქალთა საერთაშორისო დღეს აქცია „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ გაიმართა
საპროტესტო აქციების 101-ე დღეს, ქალები სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში – შეიკრიბნენ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. დედაქალაქში ისინი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ. მათ ხელში ციხის სიმბოლური საკნები ეკავათ და პატიმართა, მათ შორის დაპატიმრებული ჟურნალისტი ქალის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მსვლელობა პერფორმანსით დასრულდა, რა დროსაც აქტივისტებმა საკნები დაწვეს.
16:00 – აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ „უსაფრთხოების მოტივით“ საქართველო დატოვა
18 წლის აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან და მისმა მეუღლემ, ელენე ხუბულავამ „უსაფრთხოების მოტივით“ საქართველო დატოვეს. ქინქლაძის თქმით, მას, მის მეუღლეს და დედას უთვალთვალებდნენ, რამაც განაპირობა მისი წასვლის გადაწყვეტილება. ქინქლაძე აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ აქციებში. იგი 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის თორმეტდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
პარასკევი, 7 მარტი
21:00 – აქციის მონაწილეები პროტესტის მე-100 დღის აღსანიშნავად პარლამენტის წინ იკრიბებიან
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციების მე-100 დღის აღსანიშნავად ხალხი იკრიბება. უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ განცხადების საპასუხოდ დაიწყო, და პოლიციის დარბევისა და რეპრესიების მიუხედავად დღესაც გრძელდება. აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებსა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, 2025 წლის 7 მარტი. ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge
18:00 – თემურ ქათამაძე დაკავების იზოლატორში დააბრუნეს
ბათუმელი „მედროშე“ თემურ ქათამაძე, რომელმაც შიმშილობა 48 დღის შემდეგ შეწყვიტა, დღეს კლინიკა „ვივამედიდან“ მიგრაციის დეპარტამენტის იზოლატორში დააბრუნეს.
ხუთშაბათი, 6 მარტი
21:35 – ბელგია „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული თავისუფლებების დაცვისკენ მოუწოდებს
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატია ამ თავისუფლებების გარეშე ვერ აყვავდება. „არ იქნება პრესის თავისუფლება, არ იქნება დემოკრატია”, – ხაზს უსვამს სამინისტრო. განცხადებაში საუბარია მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე და შეშფოთებაა გამოხატული ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარების თაობაზე. ბელგიამ განაცხადა, რომ ისინი შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებთან.
21:30 – მოსამართლემ აქციის რვა მონაწილე პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რვა პირი პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულებს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ ქაძელაშვილს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილის – ერთად ასამართლებენ, თუმცა დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ. ყველა მათგანი გასული წლის დეკემბერში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
21:00 – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ასობით მომიტინგე პროტესტს იგივე მოთხოვნით აგრძელებს – ახალი არჩევნები და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება.
18:35 – დარიუს ვიტკაუსკასმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს „სიმამაცის სიმბოლო“ უწოდა
ლიეტუვის ელჩი საქართველოში დარიუს ვიტკაუსკასი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მოსმენას დაესწრო, მოგვიანებით კი ბათუმელები/ნეტგაზეთის ოფისს ესტუმრა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ვიტკაუსკასმა მხარდაჭერა გამოხატა და ამაღლობელს „ყველა უსამართლოდ დაკავებულის სიმამაცისა და თავდადების სიმბოლო“ უწოდა.
11:30 – „კრაბ კოფის“ დამფუძნებლებზე თავდასხმისთვის ერთი პირია დაკავებული
შსს-ს ცნობით, „კრაბ კოფის“ დამფუძნებლებზე კრისტი პირველსა და ბარბარე როკიტაზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ორივე ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უფასო სასმელებს სთავაზობდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთმა დაზარალებულმა, კრისტი პირველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას კბილის შიდა მოტეხილობა აქვს და ელენთის დაჟეჟილობა. „ბარბის ცხვირი აქვს მოტეხილი და ოპერაციაზე შეიყვანეს“. „ჩვენ არაფრის გვეშინია, სახლში ვართ უკვე, ველოდებით გამოძიებას, სამწუხაროდ დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, სანამ გამოძიება მიმდინარეობს“, – დაწერა პირველმა კიდევ ერთ პოსტში „ფეისბუქზე“.
ოთხშაბათი, 5 მარტი
23:30 – 11 დაკავებული მომიტინგე, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში დატოვეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პარლამენტთან პროევროპული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. საქმე, რომელიც ერთიან სამართალწარმოებაში გაერთიანებულია, ეხება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, კომიკოს ონისე ცხადაძეს და კიდევ ცხრა პირს: გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკს და ირაკლი კერაშვილს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
სხდომაზე დაკავებული რევაზ კიკნაძის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება მოითხოვა, ვინაიდან, მისი თქმით, საქმის განხილვის წინა ღამემდე ცნობილი იყო, რომ მოსამართლე ნინო თარაშვილი უნდა ყოფილიყო. მოსამართლე შვანგირაძემ უარი განაცხადა და სხდომა განაგრძო. ავსაჯანიშვილმა ასევე მოითხოვა პროკურორ ვაჟა თოდუას აცილება, რომელიც ესტონეთმა 3 მარტს დაასანქცირა. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.
21:55 – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება, მოძრაობა გადაკეტილია
ზედიზედ 98 დღეა, რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და დემოკრატიის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეებმა მოძრაობა კვლავ გადაკეტეს.
15:00 – თბილისის სასამართლოს მოსამართლემ გიგი გიგიაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიგი გიგიაძეს, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი და დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩია და რომელიც 17 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს, სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
13:00 – ევროკავშირი ითვალისწინებს ბალტიისპირეთის ქვეყნების მოწოდებას ოფიციალური პირების დასანქცირების თაობაზე
ევროკავშირის პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ ისინი ითვალისწინებენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას საქართველოში რეპრესიულ ზომებში აქტიურად ჩართული პირების დასანქცირების თაობაზე. ხაზს უსვამს რა თავის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა განახორციელოს შემდგომი ზომები, საჭიროების შემთხვევაში სანქციების დაწესების ჩათვლით.
12:05 – თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა
თემურ ქათამაძემ, რომელიც 48 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, შიმშილობა შეწყვიტა. იგი აპროტესტებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც მას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
12:00 – ანატოლი გიგაური პატიმრობაში დატოვეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ  „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანატოლი გიგაური პატიმრობაში დატოვა. გიგაური 25 ნოემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელის ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:50 – თემურ ქათამაძე ჰოსპიტალიზებულია
თემურ ქათამაძე, რომელიც ზედიზედ 49 დღე შიმშილობს, 15 თებერვალს ჩატარებული ბოლო სამედიცინო შემოწმების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ქათამაძემ უკვე 20 კილო დაიკლო.
სამშაბათი, 4 მარტი
21:30 – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ასობით მომიტინგე ახალი არჩევნებისა და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტს აგრძელებს.
16:00 – EaP CSF ქართულ ოცნებას შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ, ევროკავშირს კი საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებისკენ მოუწოდებს
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მმართველმა კომიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც 26 ოქტომბრის „სადავო“ არჩევნების შემდეგ „შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“ და მკაცრი ჯარიმები დააწესა. ეს ცვლილებები შეეხო ძირითად კანონებს, მათ შორის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და სისხლის სამართლის კოდექსს, ნათქვამია განცხადებაში.
EaP CSF მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დარბევა, ჩაატაროს ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, გააუქმოს კანონები, რომლებიც „გაუმართლებლად ზღუდავს ქართველი ხალხის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს“, გაათავისუფლოს საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებული პირები და თავისი ქმედებები ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს შეუსაბამოს. ის ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაგმონ „დრაკონული კანონმდებლობა“, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილსა და „საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ფიგურებს“, მხარი დაუჭირონ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, უშუალოდ ჩაერთონ მომიტინგეებთან და გააგრძელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ პარტიაზე დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.
13:00 – მუსიკოსს და აქტივისტს დავით გაბუნიას ფიზიკურად გაუსწორდნენ
გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსსა და სამოქალაქო აქტივისტს დავით (ტორნადო) გაბუნიას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი თავს დაესხა. მოგვიანებით, მესხმა ფეისბუქის პოსტით დაადასტურა თავდასხმა, ხოლო მისმა თანამოაზრემ ბესო დანელიამ დაპირისპირების კადრები ინტერნეტით გაავრცელა.
12:00 – ჰააგაში იუმორისტ მიშა ანდღულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ჰოლანდიაში, ჰააგაში, რესტორანთან თავს დაესხნენ კომიკოსს და მსახიობს მიშა ანდღულაძეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაპირისპირება, როდესაც რამდენიმე პირი, სავარაუდოდ, ქართველი, ფიზიკურად უსწორდება ანდღულაძეს. ანდღულაძე, რომელიც ცნობილია თავისი პროევროპული პოზიციითა და პროევროპული აქციების მიმართ მხარდაჭერით, ჰოლანდიაში „სთენდ-აფ“ შოუში მონაწილეობისთვის იმყოფებოდა.
ორშაბათი, 3 მარტი
22:30 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მზია ამაღლობელი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი „ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ხვალ სასამართლოს წინაშე წარდგება“ და განაცხადა, რომ ის დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. „ქართული ოცნება აგრძელებს ჟურნალისტების, მომიტინგეებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას. ჩვენ გვერდში ვუდგავართ თავისუფლების დამცველებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
20:15 – დედების მარში პარლამენტის შენობისკენ
საპროტესტო აქციის 96-ე დღეს, რომელიც საქართველოში დედის დღეს ემთხვევა, აქციის მონაწილეები დედების მარშისთვის იკრიბებიან, რომელიც ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით გაემართება.
13:45 – თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 47-დღიანი შიმშილობის ფონზე გაუარესდა
დაკავებული თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რადგან ის უკვე 47 დღეა შიმშილობს სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე. ქათამაძე, რომელსაც თურქეთში დეპორტაცია ემუქრება, 15 თებერვლიდან უარს ამბობს სამედიცინო შემოწმებაზე. ის თავს სუსტად გრძნობს, უჭირს გადაადგილება და 20 კგ-ზე მეტი დაიკლო, განუცხადა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქათამაძემ თავი კარგად იგრძნოს და შეძლოს დაესწროს მომავალ სასამართლო პროცესს მის ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით და გამოხატოს საკუთარი პოზიცია.
კვირა, 2 მარტი
22:30 – პროტესტის 95-ე დღე
საპროტესტო აქციების 95-ე დღეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს.
შაბათი, 1 მარტი
16:00 – ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აკაკი გვიანიძემ თემურ ქათამაძე მოინახულა
ბათუმის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე შეშფოთებას გამოთქვამს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც უკვე 45 დღეა შიმშილობს. გვიანიძის თქმით, ქათამაძე შიშობს, რომ უახლოეს დღეებში დამოუკიდებლად სიარულს ვეღარ შეძლებს. „სიტუაციას უფრო ისიც ამძიმებს, რომ სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობს საპროტესტო შიმშილობა“, – წერს გვიანიძე სოციალურ ქსელში დაკავების იზოლატორში ქათამაძის მონახულების შემდეგ.
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას ფოტო და ვიდეო გადაღებას კრძალავს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინა.
საკანონმდებლო ინიციატივაში, რომლის ავტორიც იურისტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ასოცირებული პროფესორი ავთანდილ კახნიაშვილია, ნათქვამია, რომ მედიის მიერ სასამართლო პროცესის გაშუქება სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ახდენს. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისადმი მიწერილ წერილში კახნიაშვილი აცხადებს., რომ სისხლის სამართლის საქმეების შეუზღუდავი გამჭვირვალობა ბრალდებულებს სასამართლო დარბაზების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას აძლევს.
ვინაიდან დაკავებული მომიტინგეების ხშირი სასამართლო სხდომები საქართველოში პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, სასამართლო დარბაზებში მედიის ყოფნა დაკავებულებისთვის წარმოადგენს საშუალებას, რომ საზოგადოებას მიმართონ. ამ შესაძლებლობის გამოყენებით, დაკავებულმა მომიტინგეებმა არაერთხელ გააპროტესტეს პროკურატურის ბრალდებები, გამოხატეს სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, ამხილეს პოლიციის რეპრესიები და მოსამართლეთა პროფესიული კეთილსინდისიერების ნაკლებობა.
კახნიაშვილს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი, რომელთა შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეცაა. ყველა მათგანი დეკემბერში პროევროპული აქციების დროს დააკავეს და მათ ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად. კახნიაშვილის თქმით, ბრალდებულებმა „ფაქტობრივად, აბუჩად აიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც“.
„თავი ვალდებულად ჩავთვალე, პარლამენტისთვის რეაგირებისთვის მომემართა. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის შეცვლილი“, – წერს კახნიაშვილი პაპუაშვილისთვის გაგზავნილ საკანონმდებლო წინადადებაში.
მან გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2013 წლის გადაწყვეტილება სასამართლო დარბაზებში მედიის მიერ გადაღების დაშვების შესახებ და მას გაუმართლებელი ნაბიჯი უწოდა. მან მაგალითად მოიყვანა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეები, რომელთა ტელევიზიით გადაცემული სასამართლო პროცესები ბრალდებულებმა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენეს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნათია მეზვრიშვილმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ გააკრიტიკა საკანონმდებლო წინადადება და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, სასამართლო სხდომების დახურვა გადაწყვიტა.
„საკანონმდებლო წინადადების ტექსტი აშკარად „ოცნების“ ოფისშია დაწერილია“, – წერს იგი სოციალურ ქსელში.
2007 წლიდან 2013 წლამდე მედია საშუალებებს სასამართლო პროცესის გადაღება ან გაშუქება სასამართლო ნებართვის გარეშე ეკრძალებოდათ. ეს შეზღუდვა 2013 წლის 6 მარტს მოიხსნა, როდესაც პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლითაც ყველა დამსწრეს სხდომის აუდიო ჩანაწერების გაკეთების, ხოლო ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება მიეცათ, მათ შორის სსასამართლო დარბაზებში, სასამართლო შენობების დერეფნებსა და ეზოებში.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შემზღუდველი ცვლილებები ონლაინ მედიასაც შეეხება, განაცხადა 17 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით 4 მარტს მიიღო.
გორდულაძემ განაცხადა, რომ „გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს“.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტ მომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, „ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტ საშუალების განკუთვნილ ინტერნეტდომეინის ანდა ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება – ეს იქნება ინტერნეტ მედია მომსახურების განმარტება“. მისივე თქმით, ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და ინტერნეტჰოსტინგს.
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ბრიტანული კანონმდებლობის მოდელით არის შემუშავებული, მედიისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას და სამაუწყებლო კონტენტზე სახელმწიფო კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად. ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააფრთხილეს, რომ ცვლილებები გაანადგურებს საქართველოს კრიტიკულ მედიას და ჩაახშობს განსახვავებულ აზრს.
განახლება: 17 მარტს გვიან, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ცვლილებები მაუწყებლების ონლაინ ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებს შეეხება. უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ, არჩილ გორდულაძისგან განსხვავებით, აღნიშნა, რომ ცვლილებები ონლაინ მედიას არ შეეხება. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, თუ საბოლოოდ რა სახე ექნება ცვლილებებს.
მასალა 21:00 საათზე განახლდა და მას მამუკა მდინარაძის კომენტარი დაემატა.
ასევე წაიკითხეთ:
12/03/2025 – SJC: ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიისა და გამოხატვის თავისუფლებებს
26/02/2025 – TI საქართველო: ახალი შემზღუდველი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მიზანს ემსახურება
25/02/2025 – „ქართული ოცნება“ მაუწყებლებისთვის უცხოურ დაფინანსებას კრძალავს და მაუწყებლობის წესებს ადგენს
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს  „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას, მასთან ერთად, განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას.
პატიმრობაში მყოფ ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 12 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე სავარაუდო თავდასხმა ედება ბრალად. თუმცა, თავდაპირველად იგი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს პლაკატის გაკვრისთვის, რომელიც საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდა.
მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან ირაკლი დგებუაძის მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს „იმ ფაქტობრივ კონტექსტში, რაც მას წინ უძღოდა“.
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს, იყო თუ არა მზია ამაღლობელის ქმედება პოლიციის უკანონო ქმედებით პროვოცირებული, ნათქვამია მოსაზრებაში.
მოსაზრება ასევე აანალიზებს 353-ე პრიმა მუხლს და აცხადებს, რომ ქმედების ამ მუხლით დაკვალიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია სახეზე იყოს: 1. თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი; 2. თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით; 3. თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. „მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი აშკარაა, რომ არც ერთი ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი არ გვაქვს სახეზე“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და დასძენს, რომ ამაღლობელის ქმედებაში „ძალიან თვალსაჩინოა, რომ პოლიციელზე თავდასხმად განსახილველი ქმედების კვალიფიკაცია დაუსაბუთებელი ჩანს“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ ამაღლობელის ქმედებები არ უნდა იყოს კლასიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობასა და ფიზიკური ტკივილის გამოწვევას ეხება, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომ პოლიციელმა ძლიერი ტკივილი განიცადა. მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.
ორგანიზაცია მზია ამაღლობელის საქმეში მნიშვნელოვან პროცედურულ გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, მაშინ როდესაც პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებად სცნო. დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით საყურადღებოა ინტერესთა კონფლიქტის საკითხიც, რადგან „დაზარალებულ პირად მიჩნეულია ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ხოლო საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე საქმეს სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი იძიებდა“. ორგანიზაციის თქმით, ეს ხარვეზები ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას როგორც სასამართლო პროცესის, ასევე საბოლოო შედეგის მიმართ.
მეგობრის მოსაზრებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ამაღლობელის წარსული საქმიანობა და გამოცემა „ბათუმელების“ დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი პოლიტიკური დევნისა და მედია პლურალიზმის აღმოფხვრის მცდელობის შესახებ წუხილებს იწვევს. ორგანიზაცია მოუწოდებს სასამართლოს განიხილოს საქმის უფრო ფართო გავლენა პრესის თავისუფლებასა და სამართლიანობაზე, განსაკუთრებით საჯარო ინტერესისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოტენციურად ბოროტად გამოყენების გათვალისწინებით.
ვინაიდან 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული განჭვრეტადი ფორმით, ეს პრაქტიკაში არაერთგვაროვანი განმარტებებისა და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. „შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რეკომენდაციით მიმართა სასამართლოს გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კონსტიტუციური წარდგენის უფლებამოსილება და მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისათვის მოსამართლემ წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს“, – ნათქვამია მეგობრის მოსაზრებაში.
ასევე წაიკითხეთ:
20/01/2025 – საია: მზია ამაღლობელის სისხლისსამართლევრივი დევნა პოლიტიკური რეპრესიაა
16/01/2025 – სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე მეგობრის მოსაზრება წარადგინა
14/01/2025 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
12/01/2025 – გაზეთის დამფუძნებელზე გამოძიება სისხლის სამართლის ბრალდებით მიმდინარეობს
ნანუკას ფონდი, რომელსაც ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მართავს, Prosperity Georgia, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად ბიზნესმენი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს, და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი დაყადაღებულია. სამივე ფონდი საპროტესტო აქციების დროს დაჯარიმებულ ან სამოქალაქო აქტივიზმის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს ფინანსურ დახმარებას უწევდა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი ფონდი დაყადაღებულია. დანარჩენმა ორმაც დაადასტურა, რომ მათი ანგარიშებიც დაყადაღებულია.  ჟორჟოლიანის თქმით, ბანკში მას უთხრეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება დაუყონებლივი მექანიზმით.
ფონდები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მათი ფინანსური მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, მოიცავდა მოქალაქეებისთვის სოლიდური ჯარიმების გადახდას, რადგან აქციის უამრავი მონაწილე გზის გადაკეტვის ან სხვა სავარაუდო სამართალდარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
23/01/2025 – სსო-ები საქართველოში მომიტინგეების მიმართ ჯარიმების რეპრესიულ გამოყენებას გმობენ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ 17 მარტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დამნაშავედ ცნო სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მანამდე, 12 მარტს, მოსამართლე ბადრი კოჭმალაზაშვილმა ყოფილი პრეზიდენტი ე.წ. „პიჯაკების“ საქმეზე დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიხეილ სააკაშვილს ძირითადი სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით“, – განაცხადა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება.
ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ ისარგებლა სისხლის სამართლის კოდექსის ჩანაწერით, რომლის მიხედვით, „თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდახუთ წელს“.
საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც სააკაშვილი 28-29 სექტემბრის ღამეს, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნების შემდეგ დააკავეს.
საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალი ასევე წაუყენეს ოთხ სხვა პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ წოწორიას, შალვა წოწორიას და გიორგი ნარიმანიძეს. მათი საქმე დამოუკიდებლად განიხილება მას შემდეგ, რაც 2022 წლის იანვარში თითოეული 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მანამდე, სააკაშვილს უკვე მისჯილი ჰქონდა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობაში მონაწილე პოლიციელების შეწყალების, უფლებამოსილების გადამეტებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ორგანიზებისთვის. ეს უკანასკნელი ოპოზიციონერ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმას ეხება.
სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე იყო, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა. ის მოგვიანებით უკრაინის მოქალაქე გახდა. სააკაშვილი მუდმივად უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულია.
ასევე წაიკითხეთ:
01/10/2021 – პრემიერი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
მედიის ადვოკატირების კოალიციამ დაგმო 15 მარტის თავდასხმა გამოცემა „მთის ამბების“ მთავარ რედაქტორზე გელა მთივლიშვილზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ“. 16 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა მთივლიშვილსა და „ყველა ჟურნალისტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ მოვალეობას საზოგადოების ინფორმირებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში, მუქარისა და თავდასხმების მიუხედავად“.
გამოცემა „მთის ამბების“ მთავარმა რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა ერთი დღით ადრე დაწერა, რომ მას შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი სოფელ წეროვნის მიმდებარედ, გზატკეცილზე თავს დაესხა. მისი თქმით, იგი თბილისში ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას თეთრი პიკაპი დაედევნა. მან მანქანის სანომრე ნიშნებიც მიუთითა.
ვინაიდან პიკაპი ავარიულ სიტუაციას ქმნიდა, მთივლიშვილის თქმით, მას მანქანის გაჩერება მოუწია. მან ასევე განაცხადა, რომ პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანამგზავრი გადმოვიდნენ, ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ მას. „როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს“, – აღნიშნა მთივლიშვილმა.
ვიდეო კადრებში ჩანს, როგორ გადმოდის შავებში ჩაცმული შეიარაღებული პირი მანქანიდან, ლანძღავს და ემუქრება მთივლიშვილს, ასევე შეურაცხყოფას აყენებს ყველას, ვისაც „ხარება“ [ზვიად ხარაზიშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი] არ მოსწონს. მთივლიშვილის თქმით, შსს-ს თანამშშრომელმა თვითმხილველებს გადაღებული კადრების წაშლა მოსთხოვა.
კოალიციამ თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ, „დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის არსებული ისედაც რთული მდგომარეობა,  კიდევ უფრო დამძიმდა“. ორგანიზაციამ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობის მუდმივ გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „რეჟიმთან დაკავშირებული უკანონო ფორმირებების მონაწილეობის ასზე მეტი ინციდენტი მოხდა მედიის წინააღმდეგ“. ამ კონტექსტში, ორგანიზაციამ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მისი საქმე „ნათლად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულებას მედიის თავისუფლებისადმი“.
ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა „მთის ამბების“ რედაქტორზე და ის მთივლიშვილის პროფესიულ საქმიანობას დაუკავშშირა. „მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით მომზადებულმა მისმა გამოძიებებმა არაერთი კორუფციის შემთხვევა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი გამოავლინა“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
მთივლიშვილი „ქართული ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებს. ის მმართველი პარტიის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წლის აგვისტოს შოვის მეწყერზე ხელისუფლების რეაგირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მასალა მოამზადა. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მის დასკვნებს ტყუილი და „დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი“ უწოდა. პაპუაშვილმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა მთივლიშვილის ნომინირება 2023 წლის ევროკავშირის პრიზზე ჟურნალისტიკაში და გამარჯვებულების შერჩევაში მონაწილე ჟიურის წევრების ვინაობების დადგენა მოითხოვა.
ასევე წაიკითხეთ:
30/12/2024 – TI საქართველო 2024 წელს მედიის მიმართ ძალადობის საგანგაშო ზრდას აფიქსირებს
03/02/2025 – 40-ზე მეტი მედია საშუალება „პუბლიკას“ მიმართ შალვა პაპუაშვილის მუქარას გმობს
30/10/2024 – მედიაომბუდსმენი: არჩევნების დღე ჟურნალისტების მიმართ ძალადობითა და დაშინებით გამოირჩეოდა
16/05/2024 – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტებზე თავდასხმების გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ
04/07/2024 – პროკურატურამ „მთის ამბების“ რედაქტორი მისი დაკავების საქმეზე დაზარალებულად ცნო
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) 6 მარტით დათარიღებულ გადაუდებელ მოსაზრებაში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა საერთაშორისო პაქტითა (ICCPR) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (ECHR) აღებულ  ვალდებულებებს.
მოსაზრება საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნით გამოიცა და ის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხება. ცვლილებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტს 3 თებერვალს წარედგინა და 6 თებერვალს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, დაჩქარებული პროცედურით, კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული.
„ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მისაღებად საჭირო იყო ინკლუზიური, ვრცელი და ეფექტური კონსულტაციები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა განსხვავებული ჯგუფებიდან“, – ნათქვამია მოსაზრებაში.
ცვლილებებმა, სხვა ზომებთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზარდა ჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და სხვა „შეურაცხმყოფელი ქმედებები“ პოლიციელის მიმართ მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; 15-დან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, და სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში მოექცა ხელისუფლების წარმომადგენლისა და საჯარო მოხელეების მიმართ თავდასხმის ან ძალადობის მუქარა. ცვლილებებით მკაცრი ჯარიმები დაწესდა პროტესტის დროს ნიღბის ტარებაზე, გზის გადაკეტვასა და პიროტექნიკის გამოყენებაზე.
გადაუდებელ მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას, „როგორც დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტს“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამ ცვლილებებიდან რამდენიმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
მოსაზრების თანახმად, ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო დებულება, მათ შორის სპონტანური შეკრების დაუყონებლივ შეტყობინების მოთხოვნა, დახურულ სივრცეებში ან შენობებში შეკრების ზოგადი აკრძალვა მესაკუთრესთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე, დროებითი ნაგებობების აღმართვის აკრძალვა ან სახის ნიღბით დაფარვის აკრძალვა, ასევე მკაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სასჯელები უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადაიხედოს.
მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „არაპროპორციული სასჯელი თავისთავად ასევე შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევას წარმოადგენდეს“.
დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ცვლილებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, როგორც სასჯელი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევაში.
გარდა ამისა, მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის „მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს“, განსაკუთრებით წვრილმან დარღვევებთან მიმართებით, რათა მათ არ შექმნან მსუსხავი ეფექტი და ზიანის პროპორციული იყოს.
მოსაზრებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ახალი კანონების არაერთი დებულება ვერ აკმაყოფილებს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით მოითხოვება. ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ცვლილებებს, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ეუთო/ოდირის ძირითადი რეკომენდაციები
„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ტერმინის „ორგანიზატორი“ განმარტება უნდა დაზუსტეს და მკაფიოდ განისაზღვროს. ამჟამინდელი განმარტება, რომელიც გულისხმობს „ნებისმიერ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ან სხვაგვარად უძღვება პროცესს“ არის ზედმეტად ფართო და თვითნებური ინტერპრეტაციის საფრთხეს ქმნის;
„ორგანიზატორები“ ან „პასუხისმგებელი პირები“ უნდა გათავისუფლდნენ  ნებისმიერი ვალდებულებისგან, რომლებიც ხელისუფლებას აკისრია, როგორიცაა სამედიცინო დახმარების გაწევა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვა, სატრანსპორტო მოძრაობის მართვა და დანაშაულის პრევენცია. ამასთან, „ორგანიზატორებს“ არ უნდა დაეკისროთ რაიმე პასუხისმგებლობა სხვების ქმედებებზე;
სპონტანური შეკრებებისთვის შეტყობინების საჭიროება უნდა გაუქმდეს, ან მინიმუმ გამარტივდეს შეტყობინების პროცესი. ოდირი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებისთვის შეუტყობინებლობა არ უნდა იყოს სანქციების, დარბევის, დაპატიმრების ან ძალის გამოყენების საფუძველი;
მოიხსნას მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეებსა და შენობებში შეკრებების გამართვის ზოგადი აკრძალვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სივრცეები ჩვეულებრივ ღიაა საზოგადოებისთვის;
გადაიხედოს შეკრებების დროს დროებითი ნაგებობების აღმართვის აკრძალვა. ოდირი რეკომენდაციას უწევს ინდივიდუალურ შეფასებებს, რომლებიც დააბალანსებს კონკურენტ უფლებებსა და ინტერესებს;
გადაიხედოს და შეიცვალოს შეკრების დროს სახის ნიღბით დაფარვის აკრძალვა. აკრძალვები უნდა შეიზღუდოს კონკრეტული გარემოებებით, როგორიცაა სერიოზული ძალადობის გარდაუვალი საფრთხე ან საჭიროების შემთხვევაში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების იდენტიფიცირება;
მოიხსნას აკრძალვები შეკრებებზე, რომლებიც ხელს უწყობენ „არცერთ ბიოლოგიურ სქესთან აფილიაციას, ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ გენდერთან აფილიაციას, იგივე ბიოლოგიური სქესის პიროვნებებს შორის სქესობრივ ურთიერთობებს, ან ინცესტს“. ოდირი მიიჩნევს, რომ ეს დებულებები, რომლებიც შემოღებულ იქნა საქართველოს სადავო კანონით „ოჯახური ღირებულებებისა და  არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, დისკრიმინაციული და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია;
გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც სასჯელი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისთვის, რამაც „შეიძლება უფრო ფართო მსუსხავი ეფექტი იქონიოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაზე“;
შეკრებებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, განსაკუთრებით მცირე დარღვევებზე ჯარიმების გადახედვა და არსებითად შემცირება. ამჟამინდელი ჯარიმები არაპროპორციულად განიხილება და სავარაუდოდ ხელს უშლის შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობის მიღებას;
უზრუნველყოს, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობასა და მაღალ  ჯარიმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მხოლოდ სასამართლომ მიიღოს.
ასევე წაიკითხეთ:
03/03/2025 – ვენეციის კომისიის მოსაზრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის თაობაზე
03/02/2025 – „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებს
30/12/2024 – მიხეილ ყაველაშვილმა რეპრესიულ კანონმდებლობას ხელი მოაწერა
]]></content:encoded> </item> </channel> </rss>
Pages: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10